ახალი ამბები
2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა
FaceBook
2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 667 305 მგზავრს მოემსახურა.
ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს.

ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ჯამში კი საქართველოს აეროპორტებმა, ნახევარი წლის მონაცემების თანახმად, 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა, შესაბამისად, იანვარ-ივნისში, მათი მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დღესდღეობით 50-მდე საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია ჰყავთ, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას 60-ზე მეტი მიმართულებით ასრულებენ.

Print