ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენება იგეგმება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

ამ მიზნით, საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, 2 მილიონ 711 864 ლარის ტენდერი [GEO230000394] აქვს გამოცხადებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა დაპროექტდეს E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის. კერძოდ, უნდა მოერგოს ბოინგ 747-400-800 ტიპის ხომალდებს.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელია უკვე არსებული სამიმოსვლო ბილიკების TWY-A დ ა TWY-B რექონსტრუქცია, მათი მოდიფიცირება და E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის მორგება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაპროექტდება ახალი სამიმოსვლო ბილიკიც.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ასაფრენის ზოლის ასაშენებლად დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა მოახდინოს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 19 ივლისს იწყება და 21-ში მთავრდება.
Print