ახალი ამბები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში მიმდინარე სეზონზე 5 პრემიერა განხორციელდება
FaceBook
ჯამში პრემიერებზე ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში მიმდინარე 155-ე სეზონზე 5 პრემიერა იგეგმება. წარმოდგენილი იქნება ნინო სადღობელაშვილის "ედიტ პიაფი". (დამდგმელი რეჟისორი გიორგი სიხარულიძე). გიორგი სიხარულიძე განახორციელებს მეორე დადგმას - ნიკოლოზ გოგოლის "რევიზორს".

იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს პიესას "ნეაპოლი, მილიონერთა ქალაქია" მსახიობი და რეჟისორი ავთანდილ სახამბერიძე დადგამს.
წარმოდგენილი იქნება ინსცენირებებიც. გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხეს" და პაველ ვეჟინოვის "ბარიერს" რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი წარმოადგენს.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის ბიუჯეტი მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად მესხიშვილის თეატრში წლის განმავლობაში მინიმუმ 5 პრემიერა უნდა განხორციელდეს. ერთი პრემიერის ჩატარება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 50,0 ათასი ლარის სუბსიდირებას უზრუნველყოფს. ჯამში პრემიერებზე ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება.

Print