ახალი ამბები
აფეთქება გაზგასამართ სადგურზე - მსუბუქად დაშავებულია ერთი ადამიანი
FaceBook
თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ადგილზე ავტომობილი აფეთქდა, ცეცხლი კი გაზგასამართი სადგურის თხევადი აირის რეზერვუარს გადაედო.

აფეთქებისას მგზავრი ავტომობილში არ იმყოფებოდა. მანქანა მთლიანად არის დამწვარი. 

ადგილზე მყოფები განმარტავენ, რომ აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, მიმდებარე ბენზინგასამართი სადგურის კედლებიც დააზიანა.

პერიმეტრზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ამ დროისთვის აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Print