ახალი ამბები
სანიტრებს, ექთნის დამხმარეებს და უმცროს ექიმებს მინიმალური ხელფასი დაუწესდებათ
FaceBook
სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის რეფორმის ფარგლებში სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარისა და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებულებს სავალდებულო მინიმალური ხელფასი დაუწესდებათ.


ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

ახალი ინიციატივა მათ კლინიკების ხელმძღვანელებს შესთავაზეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ცვლილებებთან დაკავშირებით, დარგის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი მოსაზრებასა და არგუმენტებს წარადგენენ.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.
Print