ახალი ამბები
ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა
FaceBook
ფოლკლორის სასახლის წინ ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ანსამბლმა კონცერტი გამართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით ანსამბლის ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ეწრებოდნენ.

2022 წელს ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ეწოდა.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ზეინაბ ბურჯანაძე, მთავარი ქორეოგრაფი: შოთა ჯიშკარიანი, ქორეოგრაფი: ია ესვანჯია.
Print