ახალი ამბები
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"- რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის ცენტრში განთავსებულ ქუჩის საათს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ე.წ.ქუჩის საათი 1963 წელს გამოჩნდა.


რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი". რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.

ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი ჩვენს რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლადათ რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გათავსებულ ქუჩის საათს? (ვიდეო)


ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ე.წ.ქუჩის საათი 1963 წელს გამოჩნდა. მისი ავტორი ბორის ჯაფარიძე გახლავთ, რომელმაც ქუჩის საათის დაპროექტებისთვის ჯილდოც მიიღო.
წიგნის "ქუთაისო ჩემო დედავ" ავტორი, ზურაბ ჯაფარიძე იხსენებს, რომ ქუჩის საათის დადგმის დავალება მაშინდელმა რაიკომის პირველმა მდივანმა გასცა.

"მაშინ ის საათი უკეთეს მდგომარეობაშიც იყო. ქუჩის საათი მღეროდა ხოლმე", - იხსენებს "ქუთაისიპოსტთან" საუბისას ზურაბ ჯაფარიძე.
Print