ახალი ამბები
8 ივლისიდან საქართველოში იწვიმებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ივლისს, დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს. 8-9 ივლისს კი ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს და მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქრთველოში 10 ივლისამდე მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება. ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მხოლოდ 7 ივლისს იქნება უნალექო ამინდი, დანარჩენ დღეებში კი, დღის მეორე ნახევარში, ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

Print
თეგები: #ამინდი