ახალი ამბები
ზესტაფონში, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 7 ივლისამდე გაგრძელდება
FaceBook
თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 195 - 196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 8 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.

გზის ამ მონაკვეთზე, დღეს და ხვალ (7 ივლისს), პირველი და მეორე მთავარი სარკინიზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთებაა დაგეგმილი.

შესაბამისად, 11:00 საათიდან - 18:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დღე - ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მსუბუქი ავტომობილები ქალაქის გავლით იმოძრავებს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება.


Print