ახალი ამბები
ქუთაისელმა მოსწავლემ კემბრიჯის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი მიიღო
FaceBook
ქუთაისელმა მოსწავლემ ლუკა ბანძელაძემ ბრიტანეთის საბჭოს საგამოცდო ცენტრში, კემბრიჯის (FCE) გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

მას საერთაშორისოდ აღიარებული C1 დონის სერტიფიკატი გადაეცა.

კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების გამოცდები საყოველთაოდ ცნობილია და აღიარებულია სკოლების, უნივერსიტეტების, კერძო და სახელმწიფო სექტორში მომუშავე დამქირავებლების მიერ, მთელ ინგლისურენოვან სამყაროში.

ლუკა შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის მოსწავლეა, მისი ინგლისური ენის პედაგოგი თინა გიორგაძეა.
Print