ახალი ამბები
ქუთაისში ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
FaceBook
8 ივლისს ქუთაისში ,სულაკაურის გამომცემლობა“ ლიტერატურულ ფესტივალს გამართავს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები კულტურასა და კონკრეტულად ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე

მონაწილეობას მიიღებენ მწერლები ბესო სოლომანაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ირაკლი მაჩიტაძე,  ბექა ადამაშვილი, დათო ტურაშვილი და სხვები.

წარმოგიდგენთ დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს:

14:30 - 15:00 სთ. "როგორ ვწერთ და როგორ ვხატავთ ბავშვებისთვის". დისკუსიის მონაწილეები: ირმა მალაციძე და ლელა ცუცქირიძე. მოდერატორი: ნანა ჩხობაძე.

15:10 - 15:40 სთ. "ჟანრებით თამაში". დისკუსიის მონაწილეები: ბექა ადამაშვილი და ირაკლი მაჩიტაძე. მოდერატორი: ნინი თავხელიძე.

15:50 - 16:20 სთ. " ლიტერატურა ადამიანისთვის". დისკუსიის მონაწილეები:

ეკატერინე ტოგონიძე და ელენე ჯაფარიძე. მოდერატორი: ნუკა ღამბაშიძე

16:30 - 17:00 სთ. "მკითხველიდან მწერლობამდე". დისკუსიის მონაწილეები: ანა კორძაია-სამადაშვილი და მათე სარალიშვილი. მოდერატორი: მაშო სამადაშვილი

17:00 - 17:15 სთ. ლიტერატურული თამაში მკითხველებისთვის

17:20 - 17:50 სთ. "წარსულის შენახვა და მომავლის შექმნა". დისკუსიის მონაწილეები: ბესო სოლომანაშვილი და ზურა ჯიშკარიანი. მოდერატორი: მაშო სამადაშვილი

18:00 - 18:40 სთ. წიგნის "საქართველოს სახელით" წარდგენა ლაშა ბუღაძესთან ერთად. მოდერატორი: ნუკა ღამბაშიძე

18:50 - 19:20 სთ. "თავისუფალი ლიტერატურა". დისკუსიის მონაწილეები: დათო ტურაშვილი და თინა მამულაშვილი

შ‌ეხვედრა გაიმართება კაფე "ლილესთან"სივრცეში.

დასწრება თავისუფალია
Print