ახალი ამბები
ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
FaceBook
4, 5, 6 და 7 ივლისს, 10:00 - 18:00 საათის პერიოდში, ზესტაფონში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერაა დაგეგმილი.

„2023 წლის 3-7 ივლისს დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც, ამ პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი ზესტაფონის გავლით იმოძრავებს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება.


Print