ახალი ამბები
"ნორმის ფარგლებშია" - შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგები
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით კვლევებს აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

შავი ზღვის წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა. გარდა დაიბნძურების რისკისა, გაეროში ამბობენ, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს.

Print