ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, აცხადებს მსახიობთა შესარჩევ კონკურსს.

კონკურსი 2023 წლის 3 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

როგორც თეატრში განმარტავენ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, 22-28 წლამდე ასაკის, უმაღლესი სამსახიობო კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდებს.

მსურველებმა თეატრის ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინონ ფოტოსურათი, ავტობიოგრაფია, პორტფოლიო და სამოტივაციო წერილი.

კონკურსი მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

განცხადებების მიღება დასრულდება 2023 წლის 7 ივლისს.

Print