ახალი ამბები
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 ივლისს, საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

ამასთან, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
Print
თეგები: #ამინდი