ახალი ამბები
ფესტივალის, „თეატრალური იმერეთი 2023“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
დასრულდა ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2023~.

პირველ ივლისს ჟიურიმ ფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა.

ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი -,,უსამშობლო კაცი" რეჟისორი მარიამ სიხარულიძე (ტყიბულის სახალხო თეატრი).

ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა -რეჟისორ ირინე ჩხეიძეს ,, დოდოს მოლოდინი" (ხარაგაულის სახალხო თეატრი).

ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - მამუკა ტყეშელაშვილს ,,სამანიშვილის დედინაცვალი"( წყალტუბოს სახალხო თეატრი) და ,,ბინა" (ბაღდათის სახალხო თეატრი).

ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ,,ვალი" (ვანის სახალხო თეატრი).

ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,დოდოს მოლოდინი" (ხარაგაულის სახალხო თეატრი).

ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი - გიგა ბუბუტეიშვილი ,,ვალი" (ვანის სახალხო თეატრი).

საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიგა აბულაძე ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი"( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი).

საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი - ლიზი მეფარიძე ,,ფაბრიკის გოგონები" (თერჯოლის სახალხო თეატრი).

ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - მარიამ მელაძე ,,მერე რა რომ სველია სველი იასამანი"( ხონის სახალხო თეატრი).

საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი - ზურაბ ყურაშვილი ,,სამანიშვილის დედინაცვალი"( წყალტუბოს სახალხო თეატრი).

ნომინაცია - ფესტივალის აღმოჩენა -საჩხერის სახალხო თეატრი ,, მრგვალი და მახვილი თავები"

ჟიურის სპეციალური პრიზი-სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეტრი ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი".

ფესტივალში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრები იღებდნენ მონაწილეობას. 

პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი.

Print