ახალი ამბები
ქუთაისის მერიის თანამშრომელთა შენობაში შესვლა–გამოსვლა თითის ანაბეჭდით გაკონტროლდება
FaceBook
აპარატზე თითის ანაბეჭდი ყველა თანამშრომელმა დააფიქსირა

ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება და შენობიდან გასვლა თითის ანაბეჭდის საშუალებით გაკონტროლდება.

სპეციალური აპარატი, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის შესასვლელშია, თანამშრომელთა ანაბეჭდის სკანირებას შეძლებს და მათი შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მომენტს  დააფიქსირებს. 

აპარატზე თითის ანაბეჭდი დღეს მერიის ყველა თანამშრომლემა დატოვა. ამის შემდეგ  მათ შენობაში გადაადგილების დაფიქსირება აპარატზე თითის დადებით შეეძლებათ.

თანამშრომლებისთვის უკვე წლებია მოქმედებს საშვის სისტემა, რომელსაც საჯარო მოხელეები კვლავ გამოიყენებენ.


მარიამ პატარაია
Print