ახალი ამბები
უკრაინამ Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა
FaceBook
უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა.


პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით უკრაინამ სანქციები დაუწესა 190-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 290 კომპანიას.

სანქციები დაეკისრა 189 რუსს, ორ ბელორუსს და ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილსაც .

სანქციები 10 წლის ვადით იქნება ძალაში. 

თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ.

მაისში რუსეთმა საქართველოსთან ფრენების ცალმხრივი აკრძალვა გააუქმა, ხოლო 20 მაისს Georgian Airways-მა პირდაპირი რეისი განახორციელა რუსეთის ფედერაციაში.

Print