ახალი ამბები
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზარდა
FaceBook
2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ეს ცვლილება დაახლოებით 233 000 ბავშვს შეეხება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი.

2022 წლის მონაცემით პენსიასა და სოციალურ დახმარებას  საქართველოში 808.300-მდე ადამიანი იღებს.


Print