ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2023“ -ის დახურვის ცერემონიალი გაიმართება
FaceBook
პირველ ივლისს, ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2023“ -ის დახურვის ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიება მესხიშვილის თეატრში ჩატარდება.

ვინაიდან ფესტივალი საკონკურსო იყო, დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.

გამარჯვებულებს პროფესიული ჟიური გამოავლენს. 

"თეატრალური იმერეთი 2023"- ში მონაწილეობა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრმა მიიღო.

ქართული თეატრების გარდა ფესტივალში მონაწილეობდნენ თეატრალური დასები იტალიიდან და აზერბაიჯანიდან.

ჯამში ფესტივალზე წარმოადგინეს 15 სპექტაკლი.

პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი.

Print