ახალი ამბები
გამოცდების პერიოდში, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი 06:30 საათიდან იმუშავებს
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი, სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.

3 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით საქალაქო ტრანსპორტი მოქალაქეებს 06:30 საათიდან მოემსახურება.

„ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მზად არის აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში მონაწილე პირების დროული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

წელს, ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, ამბროლაურში, თელავსა და ხულოში. 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

Print