ახალი ამბები
წყალწითელას პანსიონატის 86 წლის ბენეფიციარს ქუთაისის მერიამ ლექსების კრებული დაუბეჭდა
FaceBook
ნელი ბაკურაძეს  საჩუქარი დაბადების დღეზე მიუტანეს

წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატის 86 წლის ბენეფიციარს, ნელი ბაკურაძეს ქუთაისის მერია ლექსების კრებულის გამოცემაში დაეხმარა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ნელი ბაკურაძეს კრებული საჩუქრად დაბადების დღის აღსანიშნავად გადასცეს.

მერიის წარმომადგენლებმა ასევე პანსიონატს საჩუქრად გადასცეს საცხობი ღუმელი.

"გასულ წელს პანსიონატისთვის ის ტექნიკა შევიძინეთ, რომელსაც საჭიროებდნენ. წელს მათ მოითხოვეს საცხობი ღუმელი, რომელიც დღეს გადავეცით საჩუქრად. ჩემთვის ასევე ორმაგად სასიამოვნოა აქ სტუმრობა, რადგან ერთ-ერთ ბენეფიციარს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოვუწყვეთ და მის მიერვე დაწერილი ლექსების კრებული გადავეცით"- განაცხადა შოთა მურღულიამ.

მარიამ პატარაია

Print