ახალი ამბები
ქუთაისი - ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 9 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხდება.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანთთან აკავშირებს ტყიბულსა და ამბროლაურს. 

პროექტი 9 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და ხელოვნური ნაგებობები; ასევე, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8 მლნ. ლარამდეა.

სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. სარეაბილტაციო სამუშაოებს შპს "New Road" ახორციელებს.
Print