ახალი ამბები
ზესტაფონის მერია მოცეკვავე შადრევანის მოწყობას გეგმავს
FaceBook
ზესტაფონში, ცენტრალურ მოედანზე, მოცეკვავე შადრევანი მოეწყობა.
ამ მიზნით ქალაქის მერიამ ტენდერი [NAT230012761] უკვე გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ზესტაფონის ცენტრალურ სკვერში არსებული შადრევნის აუზის კედლები და იატაკის მოპირკეთება განახლდება. 

გათვალისწინებულია შადრევანისთვის ახალი წყალგაყვანილობის სისტემის მონტაჟიც. ამასთან, აუზში მოეწყობა ფერადი განათებებიც, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანებაც.

ასეთი უნდა იყოს ზესტაფონის რეაბილიტირებული მოცეკვავე ფანტანი:



აღნიშნულისთვის ჯამში 71 914 ლარი (სავარაუდო ღირებულება) დაიხარჯება.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 5 ივლისს დაიწყება და 10-ში დასრულდება.

Print