ახალი ამბები
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა
FaceBook
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე, ავტომანქანებისთვის ორმხრივი მოძრაობა კვლავ აიკრძალა. 


წერეთლის ქუჩიდან ჯიბლაძის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობის ამკრძალავი საგზაო ნიშანი მერიის სამსახურმა დღეს დაამონტაჟა.

ჯიბლაძის ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან არის შესაძლებელი. 

ჯიბლაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი, თავდაპირველად, 2016 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ორმხრივი მოძრაობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 2022 წლის დასაწყისში, ქუჩაზე გზის საფარის რეკონსტრუქციის დაწყების პარალელურად, ამკრძალავი ნიშანი ჩამოხსნეს და ამ დრომდე, ჯიბლაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ ორმხრივი იყო, რაც თავის მხრივ, საავარიო სიტუაციებს ქმნიდა. 

ქუთაისი მერიამ, ჯიბლაძის ქუჩაზე, გზის საფარის რეკონსტრუქციისთვის, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი (NAT220001025) ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩაზე თებერვალში გამოაცხადა. კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა შპს "ონიქს როუდმა" 504 803 ლარის სანაცვლოდ აიღო, თუმცა, განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, მერიამ კომპანია ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი ხელშეკრულება შეუწყვიტა. პასუხად, დაჯარიმებულმა შპს "ონიქს როუდმა" ადგილობრივ თვითმმართველობას სასამართლოში უჩივლა. მხარეებს შორის დავა სასამართლოში ჯერ ისევ გრძელდება.



Print