ახალი ამბები
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტს ახალი სვლაგეზი დაემატა - რა მიმართულებით იმუშავებს მიკროავტობუსი
FaceBook
დღეიდან, 29 ივნისიდან, ქუთაისში კიდევ ერთმა ახალმა სვლაგეზმა დაიწყო მუშაობა.

მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, გელათის ქუჩაზე N133 მიკროავტობუსი იმოძრავებს.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარატვენ, რომ ტრანსპორტი ახალ მიმართულებაზე ყოველ ნახევარ საათში ივლის.

მიკროავტობუსი 08:00 საათიდან 20:30 საათამდე იმუშავებს და სვლაგეზს ვარლამიშვილის ქუჩიდან, მარი ბროსეს ქუჩაზე შეასრულებს. გაივლის დავით აღმაშენებლის (ცენტრალურ) მოედანს, გელათის ქუჩას და უკან დაბრუნდება იმავე მარშრუტით.





Print