ახალი ამბები
დროულად გამოიძიონ მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
FaceBook
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი.


27 ივნისს, „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ქარტია, ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორებს, ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულ რიტორიკასა და დანაშაულების გაჭიანურებულ და გამოუძიებელ საქმეებში ხედავს.

ქარტია კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ  ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.

როგორც მედიასთან ინტერვიუებში მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელი მას უკნიდან მიეპარა და მუშტი დაარტყა, მშვილდაძე წაიქცა, თუმცა თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.

მშვილდაძის თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, "შენ პატრიარქს როგორ აგინებ".
Print