ახალი ამბები
ძლიერი წვიმა და ქარი - უახლოესი დღეების პროგნოზი საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივნისიდან 1 ივლისის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი.
აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

სააგენტოში ამბობენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

Print