ახალი ამბები
ჭიათურაში, უკანონო თევზჭერისთვის ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი შეეფარდა
FaceBook
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მას სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის ვადით პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე, თევზჭერის აკრძალული იარაღით - ელექტროშოკური აპარატით ახდენდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს (სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში).


Print