ახალი ამბები
ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ განხორციელდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

„აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად. მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს
განცხადებაში.

შავი ზღვის წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა. გარდა დაიბნძურების რისკისა, გაეროში ამბობენ, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს.


Print