ახალი ამბები
ჭიათურაში ახალი საბაგიროები სექტემბრის ბოლოს გაიხსნება
FaceBook
ჭიათურაში ახალი საბაგირო გზების მოწყობისთვის ჯამში30 მილიონი ევრო დაიხარჯება.
ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და 2016 წლის სექტემბერში დასრულდება და ახალი საბაგირო გზები გაიხსნება.

როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხები გვარდება საბაგირო გზების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია "პომაგალსკი" განახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ჭიათურაში საბაგიროების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს ჩაუტარდება, რომელთა ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრია.
რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია "პომაგალსკი" განახორციელებს.

ჭიათურაში ახალი საბაგირო გზების მოწყობისთვის ჯამში30 მილიონი ევრო დაიხარჯება.

ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლოატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა.
ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკის ქვეშ აყენებს.

Print