ახალი ამბები
თეატრალური ფესტივალის მეშვიდე დღე - „სამანიშვილის დედინაცვალი“
FaceBook
ქუთაისში ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2023" გრძელდება. 

ფესტივალის მეშვიდე დღეს წყალტუბოს სახალხო თეატრი დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალს" წარმოადგენს. 

სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

"თეატრალური იმერეთი 2023"-ს მესხიშვილის თეატრი მასპინძლობს. 

მასში მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრი იღებს. 

ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება  15 სპექტაკლი. 

პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი.



Print