ახალი ამბები
ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ მთავრობის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
FaceBook
ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული
- ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის და პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება დაშვებული.

„თუ შეიძლება, რომ ეს დემოგრაფიული მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამრავლების ერთ-ერთი შესაძლებლობა იყოს, ვტოვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ინვიტრო განაყოფიერებას, ასევე, სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება. ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე დამტკიცდება და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევა, რის შემდეგაც ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

„დაკავშირებულია სხვადასხვა არაეთიკურ და ძალიან ცუდ პრაქტიკასთან, რადგან ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული. ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო, არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო. ასევე, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც დღეს უნდა იმსჯელონ,  აწესრიგებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სფეროში არსებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს. კერძოდ,

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სუროგაციასთან დაკავშირებით რეკლამების განთავსება, ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ, გავრცელდება მხოლოდ სამინისტროს მიერ. ასევე, კანონი, „უანგარობის პრინციპი“ სუროგატებისთვის ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, სხვა ტიპის კომპენსაციის მიღებას კრძალავს.

გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზიის ტიპებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობის ლიცენზია დაემატება და მოწესრიგდება სფეროსთან დაკავშირებული კლინიკური საკითხებიც.
Print