ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში პარკინგის მშენებლობა იწყება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 20 000კვ. მეტრზე, ავტოსადგომი მოეწყობა, რომელიც 600-მდე ავტომობილზეა გათვლილი.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯიარჯი“ განახორციელებს.

აღნიშნულ კომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი პარკინგი დაპროექტდება და მოეწყობა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.

ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს გულისხმობს, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულად დაფარავს.

ამჟამად, ქუთაისის აეროპორტს 140 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი აქვს.

ავტოსადგომის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

Print