ახალი ამბები
რიკოთზე მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტის გადაადგილების საათები გაიზარდა
FaceBook
რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, დღეიდან, 17 ივნისიდან, შეიცვალა.

ახალი რეჟიმის მიხედვით, დღეს, დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზარდა.

კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი 06:00 საათიდან 21:00 საათამდე იმოძრავებს. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 24-საათიანი მონიტორინგი კვლავ გაგრძელდება.

ამასთან, დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს თავისუფალია.

Print
თეგები: #რიკოთი