ახალი ამბები
ნიკეას ქუჩაზე ბალახის ჰოკეის ახალი სტადიონი გაკეთდა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბალახის ჰოკეის სტადიონი მოეწყო.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. აღნიშნული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გაკეთდა. 



რა დღეებში იმუშავებს, ფასიანი იქნება თუ უფასო აღნიშნულით სარგებლობა და კონკრეტულად რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში, ამ საკითხებთან დაკავშირებით მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბალახის ჰოკეის სტადიონი ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერჯერობით არ გადმოსცემია, ამიტომ დეტალები არ იციან. 

ნიკეას ქუჩაზე არსებული ტერიტორია, სადაც მოედანი გაკეთდა, კეთილმოუწყობელი იყო. პროექტი მოედანზე ტრიბუნების, საშხაპის, გასახდელების და სხვა ისეთი ტიპის ელემენტების მოწყობას ითვალისწინებდა, რომელიც მისი გამართული მუშაობისთვის აუცილებელი იყო. 

საპროექტო მონაცემით, ჰოკეის მოედანზე, მომხმარებელთა საერთო რაოდენობა, საწვრთნელი პროცესის დროს, 25 ადამიანს შეადგენს, ხოლო სპორტული ღონისძიების დროს 270 ადამიანს იტევს.

Print