ახალი ამბები
ტყიბულში მაღაროს 100–მდე თანამშრომელი გაიფიცა
FaceBook
გაფიცულები ხელფასების 40%–ით მომატებას ითხოვენ


ტყიბულის მაღაროში თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და მოთხოვნის არადაკმაყოფილების შემთვევაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

"მოვითხოვთ 40%–ით გაიზარდოს ხელფასი. სხვა შემთხვევაში არ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. ასე იქნება პარალიზებული პროცესი, ვიდრე არ მოგვაქცევენ ყურადღებას",–ამბობს მაღაროს თანამშრომელი და მაღაროს პროფკავშირის წევრი გია ბაბუხადია.

მაღაროს თანამშრომლებს ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე რობიზონ გვენეტაძე უკვე შეხვდა და საკითხში გარკვევას დაპირდა, თუმცა, გაფიცული თანამშრომლები თვლიან, რომ ამით არსებითად არაფერი შეიცვლება.

ტყიბულის მაღაროს თანამშრომლების ღამის ცვლა გუშინ გაიფიცა. დღეს დილიდან კი გაფიცვა ახალმა ცვლამ გააგრძელა.

მარიამ პატარაია

Print