ახალი ამბები
ქუთაისის მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაციისთვის 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის მიხედვით, განახლდა შენობის გარე იერ-სახე და ინტერიერი, მოეწყო ძიუდოს დარბაზები, სავარჯიშო ოთახები, გასახდელები, სველი წერტილები.



ჭიდაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია 603 465 ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

განახლებული დარბაზი ძიუდოში ქუთაისის ღია პირველობით გაიხსნა (2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის).

აღნიშნულ სკოლაში ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას (თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო) 900-მდე ახალგაზრდა ეუფლება.


Print