ახალი ამბები
ქუთაისის მორიგე ბაღებში რეგისტრაცია უკვე დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია  14 ივნისიდან დაიწყო.

ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განმარტებით, აღსაზრდელთა მშობლებს შვილების დარეგისტრირება 24 ივნისამდე შეეძლებათ.

ივლისის დასაწყისიდან ქუთაისში ორი მორიგე ბაღი იფუნქციონირებს. 

N12 და N17 საბავშვო ბაღები ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.


Print