ახალი ამბები
რა რიცხვამდე იმუშავებს ქუთაისის ბაღები ზაფხულში
FaceBook
ქუთაისის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს შეწყდება.

ივლისის თვიდან კი ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განმარტებით, ორი მორიგე ბაღი იფუნქციონირებს.

N12 და N17 საბავშვო ბაღები ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

Print