ახალი ამბები
მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში
FaceBook
გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს, შემდეგ კი კვლავ საპროტესტო ცენტრს დაუბრუნდნენ.

ასობით მაღაროელი უკვე მერვე დღეა, ქალაქის მერიასთან აქციებს მართავს, 10 გაფიცული კი შიმშილობს. ადგილზე გაშლილია კარავიც.

"ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ძირითადი მოთხოვნები კი უცვლელია: ღირსეული ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი ნორმების დაცვა.


გაფიცულები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზში" დათმობაზე არ მოდიან.

პროტესტის პარალელურად, კომპანიამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, ისინი თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობენ, რათა "ჯორჯიან მანგანეზმა" საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3 382 თანამშორმელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.


ამავე თემაზე:


მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

Print