ახალი ამბები
არასრულწლოვნის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შშმ პირის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე 4 000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შსს-ს ინფორმაციით, დგინდება, რომ შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს.

„ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები. გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ე.მ“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს.

შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში მიმდინარეობს.






Print