ახალი ამბები
გია თევდორაძე - მურღულიას უწყება ივანიშვილის რეჟიმის ეგზეკუციაა
FaceBook
"ისინი დაკავეული არიან პოლიტიკური ოპონენტებისთვის ჯარიმების ოქმის გამოწერით და ორსული ქალების გათავისუფელებით."

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თევდორაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას მერიის არაკომპეტენტურობად აფასებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალების" წინააღმდეგ შედგენილი 1000 ლარიანი ჯარიმის ოქმი ბათილად ცნო.

"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენად არაკომპეტენტიურობა და არაპროფესიონალიზმია დღეს თვითმმართველობაში. მურღულიას უწყება არის ივანიშვილის რეჟიმის ეგზეკუცია, იგივე სადამსჯელო რაზმი. ისინი დაკავეული არიან პოლიტიკური ოპონენტებისთვის ჯარიმების ოქმის გამოწერით და ორსული ქალების გათავისუფელებით", - განაცხადა გია თევდორაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობას იმ გარეფასადის მოწესრიგებას ურჩევენ, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია არის განთავსებული და რომელიც ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი. შენობის ფასადი გასული წლის ოქტომბერში  "ქართული ოცნების" ახლგაზრდული  ფრთის მიერ დაზიანდა.

"ნაციონალები" განმარატვენ, რომ მერიას ათი დღის წინ აივანზე ბანერის განთავსების შესახებ მიმართეს თუმცა, ამ დრომდე როგორც ნაციოანლები განმარტავენ, გაურკვეველი პასუხი მიიღეს.


Print