ახალი ამბები
გელათის სამონასტრო კომპლექსში გეოფიზიკური კვლევა და არქეოლოგიური სკანირება ჩატარდება
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას გერმანიის გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენლები და მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი ეცნობა.

ისინი სამონასტრო კომპლექსში, გელათის დროებითი კომიტეტის სამეცნოერო საბჭოს ხელმძღვანელ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, დილიდან იმყოფებიან.

დაგეგმილია გელათის ნიადაგისა და ქანების გეოფიზიკური კვლევა და არქეოლოგიური სკანირება.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, გელათის რეაბილიტაციის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. გელათის გადარჩენის გეგმა კი, სავარაუდოდ, ივლისში გასაჯაროვდება.

„ჩვენი ამოცანაა, სანამ სამუშაოები დაიწყება, ტერიტორია იყოს ძალიან დეტალურად შესწავლილი, მომზადებული. ერთი გზა არის ამისი გათხრები, მაგრამ ასევე არის თანამედროვე გეოფიზიკური მეთოდების გამოყენება. ივლისის შუა რიცხვებში შედგება გაფართოებული შეხვედრა, სადაც იქნებიან როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოების წარმომადგენლები. ეს ჩატარდება გელათში და მას შემდეგ გვექნება კიდევ უფრო დეტალური გეგმა ჩვენი მოქმედების“, - განმარტავს დავით ლორთქიფანიძე.



აღსანიშნავია, რომ გელათში 10 ივლისს ელოდებიან მსოფლიოში აღიარებულ სპეციალისტებს სტივენ რიკერბსა და ლიზა შეკედესაც, რომლებიც კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებულ მდგომარეობას მეცნიერულად შეისწავლიან და საკონსერვაციო მიდგომებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ.

კულტურის სამინისტრომ გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო თუ სხვა საჭირო სამუშაოები საპატრიარქოს ოფიციალურად 7 აპრილის გადააბარა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.
Print
თეგები: #გელათი