ახალი ამბები
ქუთაისში, შარტავასა და ზ. გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყდება
FaceBook
დღეიდან, 7 ივნისიდან, ქუთაისში, შარტავასა და ზ. გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება.

მიზეზი გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, N20 ავტობუსი აღარ შეუხვევს შარტავას ქუჩაზე და ირაკლი აბაშიძის ქუჩით იმოძრავებს. N10 ავტობუსი კი, ნაცვლად შარტავას ქუჩისა, იმოძრავებს ი. აბაშიძის ქუჩის გავლით, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე.

ზ. გამსახურდიას გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კეთილმოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს ,,გზამშენი XXI" ახორციელებს. სამუშაოები 2023 წლის 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს.


Print