ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "ნაციონალების" წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი წააგო
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით საქმის წარმოება შეწყდა.

ქუთაისის მერიამ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წააგო. მერიის ადმინსტრაციულ ზედამხედველობის სამსახურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ბანერის გაკვრის გამო ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" 1000 ლარით დაჯარიმების მოთხოვნით მიმართა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კი "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, რობიზონ ხურცილავას განმარტებით, მოსამართლემ გენადი მაკარაძემ სამართალდაღევევის არარსებობის გამო საქმის წარმოება შეწყვიტა.

აღნიშნულზე დღეს 11:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია თევდორაძე ბრიფინგს გამართავს.
Print