ახალი ამბები
ევაკუაცია ქუთაისის სასამართლოებში - ადგილზე პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ
FaceBook
ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში ევაკუაციაა გამოცხადებულია, რის გამოც შიგნით მყოფი მოქალაქეები გამოიყვანეს.

მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა. როგორც ადვოკატები განმარტავენ, სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რა დროსაც მოსამართლემ გამოაცხადა, რომ დარბაზი უნდა დაეტოვებინათ. მოგვიანებით კი შეიტყვეს, რომ სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შესული იყო შეტყობინება, რომ მოხდებოდა სასამართლოს შენობის აფეთქება.

არსებული ინფორმაციით, შენობაში გამნაღმველები და სამართალდამცველები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ქუთაისის გარდა, ევაკუაცია თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოცხადდა.
Print