ახალი ამბები
2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
FaceBook
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო მომავალ წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო.

სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

2024 წელს ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება "მშვიდობა და ტურიზმი".
Print
თეგები: #ტურიზმი