ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი ეჟენ იონესკოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი მოლდოვაში, ეჟენ იონესკოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს.

მესხიშვილის თეატრი პირველ ივნისს მოლდოვას ეროვნულ თეატრში, სპექტაკლით "ქარი ქრის ვერხვებში" წარსდგა (დამდგმელი რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე, მონაწილეობდენ მსახიობები : დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე, სულხან გოგოლაშვილი).

მესხიშვილის თეატრი ამ ფესტივალში მონაწილეობას პირველად იღებს.

ფესტივალი საკონკურსოა და 5 ივნისს სრულდება.

ამ დღეს გაირკვევა კონკურსში გამარჯვებულების ვინაობაც.

იონესკოს სასცენო ხელოვნების ბიენალე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო თეატრალურ ფორუმს აღმოსავლეთ ევროპაში





Print