ახალი ამბები
ქუთაისში ავღანეთის ომის ვეტერანებმა დაღუპულ თანამებრძოლებს პატივი მიაგეს
FaceBook
საბჭოთა ჯარებმა ავღანეთი 27 წლის წინ, 15 თებერვალს დატოვეს

ავღანეთის ომის ვეტერანებმა, ომში დაღუპულთა მემორიალთან, პატივი მიაგეს დაღუპულ თანამებრძოლებს. ვეტერანებთან ერთად, მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა.

საბჭოთა ჯარები ავღანეთიდან 27 წლის წინ, 15 თებერვალს გამოიყვანეს. ავღანეთის ომი კი 37 წლის წინ დაიწყო.

ქუთაისიდან ომში 130 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან ორი ომში დაიღუპა. დღეს კი ავღანეთის ომის მონაწილეთა კავშირში მხოლოდ 33 წევრი ირიცხება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ომის მონაწილეთა კავშირში 6000 ლარი ჩარიცხა, რომელიც 33–ივე წევრზე თანაბრად გადანაწილდება.


მარიამ პატარაია

Print